ირაკლი კობახიძის განმარტებით, როგორც პროცედურა, ასევე, კრიტერიუმები, ორ ფორმატში - სამუშაო ჯგუფისა და საპარლამენტო ფორმატში გაიწერება.
„ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება მსჯელობა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით ჩვენ პროცედურაზე და კრიტერიუმებზე,რასაც, ბუნებრივია, ალტერნატივა არ აქვს. ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხისა, რაზეც ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის ფორმატს, ირაკლი კობახიძის თქმით, შემადგენლობა იმავე პრინციპების შესაბამისად განისაზღვრება, რომელთა საფუძველზეც თავიდანვე იქნაგანსაზღვრული.
„სამუშაო ჯგუფის ფორმატს რაც შეეხება, შემადგენლობა დაზუსტდება და შემადგენლობა განისაზღვრება იმავე პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ესშემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე, დავაკონკრეტებთ იმას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილისამუშაო ჯგუფში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კითხვაზე, ჯდება თუ არა აღნიშნულ კრიტერიუმებში ეკა ბესელია, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიალოგის შედეგად გადაწყდება, თუ ვინ იქნება პერსონალურადჩართული ჯგუფის მუშაობაში.
„იქნება კონკრეტული დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან. ამ ფორმატში ასევე ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, სხვა სუბიექტები, სამივე შტო ხელისუფლების დაამის საფუძველზე გადაწყდება ის, თუ ვინ იქნება პერსონალურად ჩართული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
მასალის გამოყენების პირობები






