"ზოომარტი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
"ზოომარტის საგანგებო განცხადება ბოლო პერიოდში გახშირებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან, კონკრეტულად კი საცალო ობიექტების გატეხვასთან (ქურდობასთან) დაკავშირებით.
2017-2019 წლებში 5-ჯერ მოხდა ჩვენს ქსელში არსებული ზოომაღაზიების გატეხვა. დღევანდელ დღემდე ორი ძირითადი მიზეზის გამო არ გვსურდა აღნიშნული ფაქტების გასაჯაროვება:
1. ხელი არ შეშლოდა გამოძიების პროცესს
2. გარკვეულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს სათავისოდ არ გამოეყენებინათ ეს ფაქტები
გვინდა ავღნიშნოთ, რომ პატივს ვცემთ და ვაფასებთ ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ ყველა პროფესიონალს და ვაცნობიერებთ მათი სამუშაოს რთულ სპეციფიკას, თუმცა, სამწუხაროდ, 2019 წლამდე მომხდარი ყველა ინციდენტი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შემოიფარგლა მხოლოდ ვიდეო ჩანაწერის ამოღებით და მას არ მოჰყოლია არანაირი გაგრძელება. არც გაგრძელება და სამწუხაროდ,მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათი მხრიდან ფაქტიურად არ ყოფილა უკუკავშირი.
2019 წლის შობა დღეს, 7 იანვარს გვიან ღამით ჩვენ ქურდობის შედეგად კიდევ ერთხელ დავზარალდით. ამჯერად, ზარალმა შეადგინა 13,000 (ცამეტი ათასი) ლარი. იმედს ვიტოვებთ რომ გამოძიების პროცესი ამჯერად მაინც აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ვიდეო ჩანაწერების ამოღებით, მინიმალურ დონეზე იქნება უკუკავშირი/ყურადღება, წარიმართება ეფექტურად, გონივრულ ვადებში და მოიტანს კონკრეტულ შედეგს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia" - აღნიშნულია მაღაზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






