"ეს უკავშირდება საარჩევნო შედეგებს და "ქართული ოცნების" მიერ განცდილ მარცხს"- ოპოზიცია სუს-ში საკადრო ცვლილებებზე
პოლიტიკა - 09:50, 15 Jan, 2019     1197
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე პროცესებს და საკადრო წმენდას ოპოზიცია გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. ოპოზიციის აზრით მას შემდეგ რაც არჩევნების პირველ ტურში ხელისუფლებისთვის არასახარბიელო შედეგი დადგა, ივანიშვილმა გადაწყვიტა ყველა ის პირი მოიშოროს, ვინც „დავალება“ სათანადოდ ვერ შეასრულა. ერთ-ერთი ასეთი უწყება კი სუსია. გომელაურის უწყებამ ივანიშვილს არჩევნების შედეგების გათვალისწინებით იმედები გაუცრუა:


„ის მართლაც უკავშირდება საარჩევნო შედეგებს და "ქართული ოცნების" მიერ განცდილ მარცხს. ბატონი ხოჯევანიშვილის გადაყვანა სუს-ის მოადგილედ, ამ საკადრო გადაადგილებას, ისევე როგორც სხვა საკადრო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ იცვლება მთავარი, ყველა სახელმწიფო უწყებას განაგებს ბატონი ივანიშვილი და სამწუხაროდ ის ყველა ამ უწყებას განაგებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის კოტე იოსელიანის თქმით, „ქართული ოცნება“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს, მიმდინარე ცვლილებები კი სხვა არაფერია თუ არა ერთი კლანის მმართველობიდან, მეორე კლანის მმართველობაში გადასვლა.

„მუდმივად ვართ იმ პროცესის მოწმენი, როდესაც კლანიდან კლანს გადაეცემა ესა თუ ის მნიშვნელოვანი თანამდებობა. რომელი კლანი გაძლიერდება სუს-ში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ სუს-ი არის პირადად ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომლითაც იგი მართავს, როგორც ქართულ ოცნებას, ასევე საარჩევნო პროცესებს და ყველა მისთვის პრობლემატურ საკითხს, რომელიც მას ქვეყნის ერთპიროვნულ და არაფორმალურ მმართველობაში უშლის ხელს.“- აცხადებს კოტე იოსელიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ში ყველა რეგიონული სამსახურის უფროსი იცვლება და საკადრო გადაადგილებები სხვა თანამშრომლებსაც ეხებათ. არსებული ინფორმაციით, საკადრო წმენდის კიდევ ერთი მიზეზი სუს-ში ძალთა ახალი გადანაწილებისთვის ბრძოლაა, რასაც სავარაუდოდ სოსო გოგაშვილის კადრები ეწირებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42