"ეს ნიშნავს ბათუმის სიკვდილს" - რა ქიმიურ ნივთიერებებს გადაზიდავენ ახალი ტერმინალიდან და რა ინტერესები აქვს ივანიშვილს ბათუმის პორტში?
პოლიტიკა - 18:48, 14 Jan, 2019     3284

ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება პროტესტისა და ფართომასშტაბიანი აქციების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ ბათუმის ახალი ტერმინალით ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა იგეგმება.

„არა! ქიმიურ საწყობს ბათუმში!“ - ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიანებული მოსახლეობა ბათუმის პორტთან მორიგ აქციას მიმდინარე წლის 20 იანვარს ისევ გამართავს.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურსა და „ვონდერნეტს“ შორის ხელშეკრულება 2018 წლის 14 დეკემბერს დაიდო. ხელშეკრულების მიხედვით, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე ახალი ტერმინალიდან ქიმიურ ნივთიერებებს გაიტანენ.

ამასთან, როგორც “ბათუმელებმა“ გაარკვია, „ვონდერნეტს“ უფლება აქვს, გააგრძელოს ხელშეკრულების მოქმედების ვადა დამატებითი 10 წლამდე, ბათუმის პორტი კი ვალდებულია გააგრძელოს ხელშეკრულება.

ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე ასაშენებელი ახალი ტერმინალიდან შემდეგი სახის სატრანზიტო ტვირთებს გადაიტანენ:

აზოტის მინერალური სასუქები: კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები.

ფოსფატის სასუქები: მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტრო ფოსფატების სხვადასხვა სახეობები; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი.

ნედლეული: გოგირდი; გრანულირებული გოგირდი; არაგრანულირებული გოგირდი ან კოშტისებრი გოგირდი ბიგ-ბეგებში; ფოსფორიტები.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ მიღწეული შეთანხმება მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.

ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვას მწვანე შუქი ბიძინა ივანიშვილმა აუნთო.

„ქიმიური ნივთიერებების ტერმინალის მოწყობა ბათუმისთვის, მოსახლეობისთვის ძალიან საზიანოა. ტურისტულ ქალაქში მსგავსი ტიპის ლოჯისტიკური ცენტრების მოწყობა ჩვენი რეგიონის შემოსავლებს ზიანს მიაყენებს, რადგან შემოსავლის ძირითადი წყაროს ტურიზმი შეადგენს. ჩვენ ამ საკითხზე რამდენიმე თვის წინაც გავმართეთ საგანგებო ბრიფინგი, მაგრამ მაშინ აჭარის მთავრობაში გვითხრეს, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო ტყუილი, თუმცა როგორც კი არჩევნები დასრულდა ეს ხელშეკრულება დაიდო.

ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობას აუხსნას, რას გეგმავენ, რასაც ამ დრომდე არ აკეთებს. მსგავსი ტერმინალის მშენებლობა მოსახლეობის თანხმობის გარეშე არ უნდა მოხდეს, რადგან ეს ნიშნავს ქალაქის სიკვდილს. აქ სუნთქვაც კი შეუძლებელი იქნება, ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვამ შესაძლებელია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვიოს.

სანამ აღნიშნულ ხელშეკრულებას დადებდნენ, ბათუმის პორტში რეორგანიზაცია დაიწყეს. არსებობდა ინფორმაცია, რომ პორტის მთლიანად ხელში ჩაგდებას ცდილობდა ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია და ადამიანები. პორტის გასხვისებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა, თუმცა ეს ინფორმაციები არსებობს"- განაცხადა გია აბულაძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის პროექტი მოიზიდავს ახალ ტვირთებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს“. ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამუშაოები მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

"ნებისმიერი ტურისტი, რომელიც გაიგებს, რომ ბათუმში არის ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვების ცენტრი, აქ არავინ აღარ ჩამოვა. ეს ნიშნავს იმას რომ ბათუმის პერსპექტივას კლავეენ. თუ ეს მართლა გაკეთდა, ამ ქალაქიდან წასვლა უნდა ვიფიქრო და ასე იფიქრებს ათასობით ადამიანი. ამ ქალაქიდან მოსახლეობა კი არა, ის ადამიანები უნდა წავიდნენ, რომლებიც ამ მავნებლობას ჩადიან."- აცხადებს ოპოზიციის წარმომადგენელი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბათუმის პორტში მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დღეს დაესწრო. ღონისძიება ბათუმში გაიმართა და მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

როგორც "ნიუპოსტს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერახელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ამერიკული კომპანია Trammo გახდება "Wondernet Express Investment Group -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროექტის ინვესტორი.

გიორგი ქობულიას თქმით, პროექტს ძალიან დიდი შედეგიანობა ექნება როგორც ბათუმის პორტისთვის და აჭარისთვის, ასევე საქართველოს რკინიგზისთვისაც, რომელიც ამტვირთებს გადაზიდავს: „ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული პროექტი და, რა თქმა უნდა, აჭარის გარდა მთელი საქართველოს მასშტაბითაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.მიგვაჩნია, რომ ესეთი ტიპის პროექტები უფრო მეტ საფუძველს შექმნის და მაგალითს მისცემს სხვა კომპანიებს სხვა ქვეყნებიდან, რომ ანალოგიური ინვესტიციებიგანახორციელონ".

მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა საქართველოში მსხვილი ამერიკული ინვესტიციისგანხორციელება და აღნიშნა, რომ პროექტი, რომლის განხორციელებასაც აღნიშნული ინვესტიცია ემსახურება, საქართველოში დამატებით სატრანზიტო ტვირთებს მოიზიდავს.მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს რკინიგზის დატვირთვას და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის არა მხოლოდ ბათუმსა და აჭარაში, არამედ საქართველოს სხვარეგიონებშიც.

ცნობისთვის, „ბათუმელებმა გაარკვვია, რომ პროექტის უკან, დგას გიორგი ზარიძე, დიმიტრი აბდუშელიშვილი [რომელიც ვონდერმენტის 66,7% წილის მფლობელია], ასევე უზბეკეთის მოქალაქე ალიშერ იკრამოვი. ისინი სხვა კომპანიაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის პარტნიორები არიან.

„ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან 8 თვეში კი, ბათუმში, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება.

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ღიად ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ ისაუბრა.

დოკუმენტებისა და ყველა შესაბამისი ინფორმაციის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის პორტთან დაკავშირებით ორი მსხვილი ბიზნესჯგუფის ინტერესები გამოიკვეთა. ამ დროისთვის პორტი ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიის მართვაშია და თავის დროზე ის 49-წლით გაიცა. „ვონდერნეტი“ თუ „სილქ როუდი“ [რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილია]? – ამ კითხვაზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, რას მოიმოქმედებს საქართველოს მთავრობა“- წერს გამოცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42