ქურდულ სამყაროში მწვანილის ბიზნესს ვერ იყოფენ - სისხლიანი დაპირისპირება კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის
კრიმინალი - 16:48, 14 Jan, 2019     2587
მწვანილის ბიზნესი ქურდულ სამყაროში სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა, რომლის კვალიც შესაძლოა თბილისშიც მოდიოდეს.

რამდენიმე დღის წინ მინსკში ცნობილი აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი“ რაშად ისმაილოვი დააკავეს. გარდა იმისა, რომ ის გავლენიანი „კანონიერი ქურდის“, ნადირ სალიფოვის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს, ბელორუსელი სამართალდამცავების ცნობით, ისმაილოვი „მყარად აკონტროლებს ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილის ბიზნესს თურქეთიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზრებზე“.

მანამდე კი ამ ბაზარს რაშად ისმაილოვის ახლო მეგობარი, კრიმინალური „ავტორიტეტი“ ჯამბულატ შამილ ოღლი აკონტროლებდა, რომელსაც ქურდულ სამყაროში „მწვანილის მეფის“ მეტსახელით იცნობდნენ. 2016 წელს შამილ ოღლი მოსკოვში მოკლეს, მიზეზად კი სწორედ მწვანილის ბაზარზე გავლენების გადანაწილება დასახელდა. მკვლელობის უკან ასევე ცნობილ აზერბაიჯანელ „კანონიერ ქურდს“ როვშან ჯანიევს მოიაზრებდნენ, რომელიც ზუსტად ორ თვეში სტამბულში ჩაცხრილეს.

მაშინ გამოცემა „როსბალტი“ წერდა, რომ რაშიდ ისმაილოვმა ვიწრო წრეში აღიარა ჯანიევის მკვლელობა და განაცხადა, რომ ეს იყო შურისძიება მისი ახლო მეგობრის, ჯამბულატ შამილ ოღლის მკვლელობისთვის.

ამის შემდეგ კი აზერბაიჯანულმა კლანმა - ნადირ სალიფოვის, რაშად ისმაილოვის და ვაგიფ სულეიმანოვის შემადგენლობით კონტროლი მოიპოვა ყველა იმ ბიზნესზე, რომლის კონტროლზე აყვანას როვშან ჯანიევი ცდილობდა, მათ შორის კი უპირველესად მწვანილის ბიზნესზე, სადაც, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ფული ტრიალებს.

თუმცა კრიმინალური ვენდეტა ამით არ დასრულებულა.... 2017 წლის სექტემბერში თბილისში, კერძოდ აბანოთუბანში მდებარე რესტორან „მასპინძელოსთან“ "ტოიოტა ლენდ კრუიზერის"-ის მარკის ავტომობილში (სანომრე ნიშნებით GO-360-OO) ჩაცხრილეს ნადირ სალიფოვის და რაშად ისმაილოვის უახლოესი გარემოცვის წევრი ელშან მამედოვი.

მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ის რესტორანში ილჰამ გაჯიევთან (კრიმინალური „ავტორიტეტი“) ერთად იმყოფებოდა. მოულოდნელად მან ყავის დალევა შეწყვიტა, რესტორნიდან გავიდა და ავტომობილში ჩაჯდა, რა დროსაც გაისმა გასროლის ხმა. მამედოვს სამი ტყვია თავის არეში ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ქილერი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და როგორც გაირკვა ქვეყნის დატოვებაც ოპერატიულად მოახერხა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ელშან მამედოვის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - გუსეინ ისკანდეროვი და ემინ ახმედოვი სანკტ-პეტერბურგში სხვა საქმეზე დააპატიმრეს. ორივე მათგანი რუსმა სამართალდამცავებმა სანკტ-პეტერბურგის სასამართლოს შენობასთან კიდევ ერთი მკვლელობის მომზადების ფაქტზე აიყვანეს, დაკავებულების ჩხრეკისას კი ხელბორკილები, ნიღბები და ბინოკლები ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მამედოვის მკვლელობა ნადირ სალიფოვის კლანთან დაპირისპირებულმა როვშან ჯანიევის გარემოცვამ შეუკვეთა, კერძოდ დასახელდა კრიმიანლური „ავტორიტეტი“ რაფიკ აივაზოვი, რომელსაც ელშან მამედოვმა საკუთარ რესტორანში ყური მოაჭრა და ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ამჟამად, ნადირ სალიფოვის აზერბაიჯანული კლანი საკმაოდ სერიოზულ თავის ტკივილს წარმოადგენს, ერთდროულად რუსი, ქართელი, აზერბაიჯანელი და თურქი სამართალდამცავებისთვის. ცნობილია, რომ წარმოშობით დმანისელი ნადირ სალიფოვი, იგივე ლოტი გული აზერბაიჯანის ციხიდან 2017 წელს გათავისუფლდა და პირველი რაც გააკეთა ბაქოში ელშან მამედოვის საფლავის მონახულება იყო. ამის შემდეგ კი ის თურქეთში დასახლდა და პრეტენზია გამოაცხადა ნომერ პირველ „კანონიერ ქურდობაზე“, თუმცა ცოტა ხნის წინ ის თურქეთიდან კვლავ აზერბაიჯანში გააძევას, სადაც ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება.

„კანონიერი ქურდი“ გახლავთ ნადირ სალიფოვის ძმა ნამიკ სალიფოვიც. ძმებ სალიფოვებთან კავშირის ბრალდებით ქართველმა სამართალდამცავებმა ბოლო წლებში პასუხისგებაში ქურუდლი სამყაროს არაერთი წარმომადგენელი მისცეს.

ბოლოს კი „ლოტი გულისთან“ კავშირში მყოფი პირები მიმდინარე წლის ივნისში დააპატიმრეს:

"სამართალდამცველებმა, ბ.ბ. და ჯ.ო. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლებშიც ბრალდებულების „ქურდული სამყაროს“ წევრებთან კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ბ.-მ და ჯ.ო.-მ, უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან“ - ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად „გული“) შეთანხმებით, მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ", - განაცხადა კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანასაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.


წყარო: PrimeTime.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42