"მივმართავ პრემიერს რა ნიშნით გამოარჩია მან ტრისტან წითელაშვილი?" - გიორგი კანდელაკი მამუკა ბახტაძისგან განმარტებას ითხოვს
პოლიტიკა - 12:53, 14 Jan, 2019     1141

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი მამუკა ბახტაძეს შეკითხვით მიმართავს რა ნიშნით გამოარჩია მან ტრისტან წითელაშვილი და რატომ მიულოცა მას ახალი-წელი იმ ფონზე, როდესაც წითელაშვილის განცხადებები და მისი დამოკიდებულებები საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია.

„ჩვენი პარტიის, ევროპული საქართველოს სახელით მე მსურს მივმართო პრემიერ მინისტრს და მოვითხოვო განმარტება, რას ნიშნავს ეს მილოცვა?! დარწმუნებული ვარ მთავრობისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს პიროვნება გარდა იმისა, რომ კორუფციისთვის იყო მსჯავდებული არის ოკუპანტ სახელმწიფოსთან ღიად დაკავშირებული. ხშირად აჟღერებს ოკუპანტი სახელმწიფოს პოზიციას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ღიად და რადიკალური პოზიციით გამოდის საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ. საზოგადოებას ახსოვს მისი განცხადებები უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, როცა იგი რუსული არხებით გამოდიოდა და ამბობდა, რომ უკრაინელებმა თავად დაიხოცეს საკუთარი თავი მაიდანზე. იგი ასევე არის ღიად ანტი დასავლური მაშასადამე პრორუსული ძალადობრივი, ექსტრემისტული დაჯგუფების ერთ-ერთი სახე და ლიდერი. ჩვენ დაუკავშირდით არაერთ დამსახურებულ სამხედროს, მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ტარიელ ლონდარიძე პოლკოვნიკი, სხვა ოფიცრები რომლებსაც აქვთ მიღებული ჯილდოები მათ შორის 2008 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისთვის და მათ ანალოგიური მისალოცი ბარათები პრემიერმინისტრისგან არ მიუღიათ.“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი

გიორგი კანდელაკი საზოგადოებას დღეს კიდევ ერთხელ ახსენებს წითელაშვილთან დაკავშირებულ ბოლო დროინდელ სკანდალურ მოვლენებსაც.

„გარდა იმისა, რომ ეს პიროვნება მთელი საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ვის ინტერესებს ატარებს საქართველოში და ეს პიროვნება რეალურად გამოდის ჩვენი ინტერესების, ჩვენი სუვერენიტეტის და ჩვენი ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ, საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს, რომ თავდაცვის სამინისტრომ და მაშინდელმა მინისტრმა ჯანელიძემ დაუშვა სრულიად საიდუმლო სტატუსის მქონე საქართველოს თავდაცვით ობიექტებზე და მისცა იქ ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლებლობა, რაც მაშინ კარგად ახსოვს საზოგადოებას და ეს მას არც უარყვია და არც არავის უარყვია, რომ ეს მასალა საქართველოს თავდაცვის ობიექტებისა სრულიად საიდუმლო სტატუსის მქონე ობიექტებისა გადაეცა რუსეთს, ჩვენს მტერს ოკუპანტ სახელმწიფოს“ - აღნიშნა კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42