დეპუტატის თქმით, ამომრჩეველი იმსახურებს, იცოდეს, ვინ ინიშნება უვადო მოსამართლედ უზენაეს სასამართლოში.
"ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთის საკითხები რომელიც ეხება თითოეულ მოქალაქეს, უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს ვინ იქნება მისი და მისი მომავლის განმსჯელი მოსამართლე, იქნებიან მეთოფიშვილის მსგავსნი თუ ისეთები, რომელთა წარსულიც არ არის დაკავშირებული უსამართლობასთან, ამიტომ განვასხვავოთ ერთმანეთისგან რა არის საკითხები რომელიც უნდა ვუთხრათ ერთმანეთს ხმადაბლა და რა არის საკითხები, რაც უნდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ. ეს არის გუნდურობა, რომელიც არ მგონია მესწავლებოდეს, ეს არის მთელი 7 წელი, მგონია რომ როგორღაც მოვახერხე მეჩვენებინა, რომ მე არ ვარ ადამიანი, ვინც ჭორაობს ან ახმოვანებს იმას, რაც არ არის გასახმოვანებელი, მე არ შემეძლო ტყუილის თქმა, მე ვთქვი ის, რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება, შეიძლება ეს ზოგიერთ ჩემს კოლეგას არ მოეწონა"- აღნიშნა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






