ეკა ბესელიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უზენაეს სასამართალოს მსამართლეათა სია შჩერებულია.
“პირველი ეტაპის ამოცანა, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე წლის ბოლოს კვირას, არ მომხდარიყო ამ სისი წარდგენა სესიაზე და მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომ კანონში მომზადდეს ცვლილებები, მიღწეულია... ამ ეტაპის მიზანი არის მიღწეული, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე წლის ბოლო კვირას, შეჩერებულიყო მისი განხილვა და მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომ კანონში მომზადდეს ცვლილებები. ეს მიზანი, პირველ ეტაპზე მიღწეულია და მიღწეულია სწორედ იმ გადაწყვეტიელბის შედეგად რომელიც მე მივიღე ოთხშაბათს და ვფიქრობ, ამად ღირდა, ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების მნიშვნელოვანი მიზანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკდიებლობა. მე ამ პროცესს მივესალმები და მიმაჩნია, რომ არის ჯანსაღი, მოერეხარისხოვანია ვისი ბრალია, ვინ ვის რას დააბრალებს და ეტყვის”- განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, მოსამართლეთა სია შეჩერდება და მოხდება კანონში ცვლილებების მომზადება.
„ეს სია ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ, ეს სია ვერ იქნება განხილული იურიდიული კომიტეტის მიერ, ეს სია შეჩერდება და მოხდება კანონში ცვლილებების მომზადება და ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი, იმიტომ, რომ პროცესი არ დასრულებულა,“ - განაცხადა ბესელიამ.
„ მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი, რადგან პროცესი არ დასრულდებულა, ამ პროცესში მეც და ჩემი თანამოაზრეებიც, მივიღებთ მონაწილეობას, რომ შესრულდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნება წარმოდგენილი ის მოსამართლეები, რომლებიც ესმსახურებოდნენ სააკაშილის ძალადობროვ რეჟიმს, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, მეორე ეტაპზე მე ვაპირებ ვიყო ძალიან აქტიური, ისევე როგორც ჩემი თანამოაზრეები”- დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






