კახა კალაძემ საერთაშორისო ფორუმი „ენერგია მდგრადი განვითარებისთვის“ გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:13, 17 Sep, 2013     2481
ფორუმი საქართველოს მთავრობის, გაეროს კომისიის ევროპის ეკონომიკურ საკითხებში (UNEჩE), გაეროს კომისიის აზიისა და წყნარი ოკეანეს რეგიონის ეკონომიკურ და სოციალური საკითხებში  (EშჩAP) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით იმართება. ფორუმში 25 ქვეყნიდან 200 დელეგატი მონაწილეობს.

 

ფორუმის ფარგლებში გაიმართება მსჯელობა პოლიტიკურ და საკანონმდებლო საკითხებზე, რომელიც განაპირობებს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და სუფთა ენერგიის ხელმისაწვდომობას შენობებსა და ინფრასტრუქტურაში. მონაწილეები იმსჯელებენ, თუ რა  არის საჭირო ენერგოეფექტურობასა და სუფთა ენერგიაში ინვესტირების წასახალისებლად, განიხილავენ ევროპისა და აზიის რეგიონების გამოცდილებას.

 

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, სამინისტროს დღის წესრიგში დგას ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების სტრატეგიის, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ კანონის მომზადება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განაცხადი სრულუფლებიან წევრობაზე ორგანიზაციაში “ენერგეტიკული გაერთიანება”, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლების განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება ჩვენი კანონმდებლობისა და ნორმატიული ბაზის ევროპის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მეოთხე საერთაშორისო ფორუმი დღეს გაიხსნა და 19 სექტემბერს დაიხურება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42