ექსკლუზივი: "კრიმინალი ხარ, შენი ადგილი პოლიციაში არ არისო..." - რატომ გაუსწორდა ფიზიკურად შსს-ის მაღალჩინოსანი პროკურორ ურუმაშვილს
პოლიტიკა - 21:23, 12 Jan, 2019     7012
ვანში პოლიციის მაღალჩინოსნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ "ნიუპოსტი" ჯერ კიდევ გუშინ წერდა.

ჩვენი წყარო გვიყვებოდა, რომ ხმაური და დაპირისპირება რესტორან "მასპინძელოში" მოხდა. ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით შს სამინისტროს წარმომადგენლებმა პროკურორები დაპატიჟეს.

გავარკვიეთ ისიც, რომ სუფრას ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე, კობა დვალიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც პროკურორი, ვლადიმერ ურუმაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირი სასტიკად სცემა.

რაც შეეხება კონფლიქტის მიზეზს, ეს იმაზე ხმაურიანი და სკანდალურია, ვიდრე სამართალდამცავებს შორის ჩხუბი. "ნიუპოსტმა" ექსკლუზიურად მოუყვნენ, რომ ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ურუმაშვილმა ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე დვალიშვილს უთხრა: “კრიმინალი ხარ, შენი ადგილი პოლიციაში არ არისო!”.

წყაროს ცნობით, ურუმაშვილის გაღიზიანება დვალიშვილის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისა და ე.წ. მაყურებლებთან ურთიერთობამ გამოიწვია.

ჩვენი წყარო გვიყვება, რომ „კობა დვალიშვილს სწორედ კრიმინალებთან კავშირის გამო მთელი სამსახური ემტერება. ამბობენ, საკმაოდ დიდი ფული აქვს მათგან აღებულიო. მოკლედ, დვალიშვილი რაიონში ცნობილია, როგორც კრიმინალებთან გარიგებაში მყოფი”- აცხადებს წყარო, რომელიც კონფლიქტის თვითმხილველია.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, რამოდენიმე ხნის წინ, ვანის პოლიციის უფროსის ადეიშვილის მამის იუბილეზე, დვალიშვილს სუფრასთან სწორედ ე.წ. მაყურებლები ჰყავდა მიპატიჟებული.

"ნიუპოსტი" პროკურორ ვლადიმერ ურუმაშვილს დაუკავშირდა, თუმცა პროკურორმა დაპირისპირებაზე საუბარი არ ისურვა. ძალოვანმა უპასუხოდ დატოვა კობა დვალიშვილთან მომხდარი დაპირისპირების მოტივზე დასმული კითხვა.

"არაფერი მომხდარა... ახლა ისეთ ადგილზე ვარ. ვერაფერს გეტყვით"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" პროკურორმა ურუმაშვილმა.

სამართალდამცავებს შორის მომხდარ დაპირისპირებას შს სამინისტრო და პროკურატურა ერთდროულად სწავლობს.

როგორც "ნიუპოსტს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ფაქტის შესწავლის შედეგად გენერალური ინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, გახარიას უწყებამ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო.

ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42