ექსპერტი ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
„მივიწყებულია იგივე მეგობართა ჯგუფთან მუშაობა, მივიწტებულია რეგიონალურ პარტნიორებთან მუშაობა, ეს არ არის მარტო ბრიუსელი და ვაშინგტონი არის ბევრი დედაქალაქი, სადაც ადრე საქართველო აქტიურად მუშაობდა.
მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს, რომ პრიორიტეტია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არა მარტო ოფიციალურ დონეზე, არამედ საქმითაც. ერთია, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპაში და მეორე, ისეთ არჩევნებს ვატარებთ, როგორიც არის აფრიკაში. ეს ერთმანეთთან არ ჯდება.
ჩვენმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენ საქმით ვართ ევროპულად განწყობილები.
საგარეო სამეთა სამინისტროს დიპლომატებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ძალიან აქტიურად იმუშავონ. ეს ქართველი დიპლომატების ბრალი არ არის, ეს არის იმ ადამიანების ბრალი, ვინც ამ ხალხს არ აძლევს შესაბამის ინსტრუქციებსა და დავალებებს სად და როგორ იმუშავონ “ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






