ოპოზიცია შიშობს, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონს ხელისუფლება განსხვავებული აზრის შესაზღუდად გამოიყენებს
პოლიტიკა - 16:35, 12 Jan, 2019     830

სალომე ზურაბიშვილის მიერ ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივაში ოპოზიცია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საშიშროებას ხედავს.

ხელისუფლების ოპონენტები შიშობენ, რომ მმართველი გუნდი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონს განსხვავებული აზრის შესაზღუდად გამოიყენებს.

„საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია სიტყვის თავისუფლების საკმაოდ მაღალი სტანდარტი. ამით გამოირჩეოდა საქართველო, როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. შესაბამისად, უკვე დაგეგმილი პიარი იმისა, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა და გარკვეული რეგულაციები დაწესდეს ამ თვალსაზრისით. ვხედავთ, რომ საზოგადოების შემზადება ხდება. პრაქტიკულად, ეს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს და ორკესტრირებულად მიმდინარეობს ეს პიარკამპანია,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

ოთარ კახიძე დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის სურვილი გაახმოვანა:

„პრეზიდენტისგან ასეთი სიგნალი, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ის, როგორც წესი, ახმოვანებს იმ გზავნილებს, რომელიც აქვს მის მმართველ გუნდს, ვისაც წარმოადგენდა, ვინც უზრუნველყო უკანონო მეთოდებით მისი გამარჯვება. ამიტომ, ამ სიგნალს საზოგადოება ყურადღებით უნდა მოეკიდოს, რადგან ჩვენ არ უნდა დავუშვათ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. როგორც წესი, ამ ყველაფერს ხელისუფლება აკეთებს ხოლმე იმისთვის, რომ მისთვის არასასურველი აზრი შეზღუდოს,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი ცილისწამების წინააღმდეგ კანონის მიღებისთვის მუშაობის დაწყებას აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42