"ვაუუუ...! მგონი ქალბატონმა გიგაურმაც ბოლომდე მოიხსნა ნიღაბი!"- მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი
პოლიტიკა - 16:22, 12 Jan, 2019     1023

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორის, ეკა გიგაურის მიერე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც "მმართველმა პარტიამ მკაფიოდ უნდა თქვას, აპირებს თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას".

მეთქოფიშვილის შეფასებით, გიგაურმაბოლომდე მოიხსნა ნიღაბი.

"ვაუუუ....!!!

მგონი ქალბატონმა გიგაურმაც ბოლომდე მოიხსნა ნიღაბი!

მშვენიერია!

რაც უფრო მეტი ადამიანი მოიხსნის ნიღაბს და აჩვენებს საზოგადოებას მის ნამდვილ სახეს, მით უკეთესია!!!

იმედია, ეხლა მაინც დარწმუნდა საზოგადოება იმაში, რომ ქალბატონ გიგაურს, ისევე როგორც ბევრ სხვა პოლიტიკოს, სინამდვილეში არ აინტერესებს არანაირი კრიტერიუმები, არ აინტერესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, არ აინტერესებს თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა, არ აინტერესებს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია და ა.შ..

განსაკუთრებით კი მას და მის თანამოაზრე პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ არანაირი კრიტერიუმები! მათი ლოზუნგი - “ჯერ კრიტერიუმები შემუშავდეს და მერე მოხდეს უზენაესი მოსამართლეების არჩევა” - ეს არის მათი მხრიდან მხოლოდ ფარსი!!!

მათი მიდგომა ემსახურება იმას, რომ სისტემის შიგნიდან არავინ არ დაწინაურდეს უზენაეს სასამართლოში (მათი შეფასებით - მთელი სასამართლო სისტემა ხომ უვარგისია და შესაცვლელია)

და გარედან მოხდეს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება გიგაურის და სხვა რამოდენიმე პოლიტიზირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გარკვეული პოლიტიკოსთა ჯგუფის მიერ მოწონებული და მათთან დაახლოვებული ხალხით (რასაც აკეთებდა კიდეც მარგველაშვილი), რათა დაიმორჩილონ სასამართლო! ეს, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, პირდაპირ წინააღმდეგობაშია უცხოეთის პრაქტიკასთან, სადაც მხოლოდ კარიერული დაწინაურების პრინციპი მოქმედებს.

ქალბატონო ეკა, მგონი დაღალეთ ყველა თქვენი “ფეიქ ფარსებით”, “ფეიქ ანგარიშებით” და “ფეიკ ნიუსებით”, ამიტომ, მივმართავ ქალბატონ გიგაურს და მისნაირად მოაზროვნე პოლიტიკოსებს - რომ აღარ დაღალოთ საზოგადოება გაანებეთ ამ ფარს თავი, თქვენ არამაირი კრიტერიუმები რეალურად არ გაინტერესებთ, თუ გაგაჩნიათ მოსამართლეების ე.წ. “შავი” სია, რომლებიც თქვენი აზრით არ იმსახურებენ დაწინეურებას, ერთხელ და სამუდამოდ გამოაჩინეთ ეს სრული სია!!!

თუ გაქვთ მოსამართლეების “შავი” სია, ვინც თქვენი აზრით გასაგდებია სასამართლოდან, ეს სიაც ერთხელ და სამუდამოდ სრულად გამოაჩინეთ! ამით ბევრი რამ გაირკვევა!

P.S. ერთი კითხვა მაქვს ქალბატონ გოგაურთან: ქალბატონო ეკა, გულწრფელად მინდა გავიგო - თქვენი აზრით, საიას ყოფილი და მოქმედი წევრების გარდა უზენაესი სასამართლოს წევრად შეიძლება სხვაც იქნეს არჩეული?"- აცხადებს მეთოფიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42