სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ უნდა დარჩეს.
კაპანაძის განმარტებით, ოცნების წევრები მხოლოდ კრიტერიუმების შეცვლაზე საუბრობენ და არ აფიქსირებენ ღიად პოზიციას, რომ სასამართლო სისტემა მურუსიძის კლანისგან გათავისუფლდება.
სერგი კაპანაძის შეფასებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ.
„არცერთ ეტაპზე არც ივანიშვილისგან, არც კობახიძისგან და არც ქართული ოცნებისმესვეურებისგან ჩვენ არ მოგვისმენია პოლიტიკური ნების გამოხატვა, რომ ეს სია არ გავა, უფრო სწორად, სიის გასვლა-არგასვლა კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ დარჩება სასამართლო. ამაზე საუბარი ჩვენ არ მოგვისმენია, ჩვენ მოვისმინეთ რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რომ კრიტერიუმები იქნება დამუშავებული იმ მიზნით, როგორც ჩანს, რომ ამ სიაში არსებული მოსამართლეების დიდი ნაწილი ახალ კრიტერიუმებს მოარგონ და უფრო უკეთ იყოს გამართლებული ამ ხალხის უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესება. საუბარია მოსამართლეებზე, რომლებიც ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვეულებრივი ყურმოჭრილი მონები იყვნენ ივანიშვილის და მის ყველა დავალებას ასრულებდნენ. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებისთვის სასამართლოს ხელში ჩაგდება არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






