„მოსამართლეთა 10-კაციანი სია არ გადის კენჭისყრაზე, მაგრამ არ უნდა მოვტყუვდეთ, რათა არ მივიღოთ ისევ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და მიქაუტაძე“- ნაზი ჯანეზაშვილი
პოლიტიკა - 15:16, 12 Jan, 2019     491
"შუალედური გამარჯვება" - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ გაახმოვანა და თქვა, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები შემუშავდება, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია.


"ეს არის შუალედური გამარჯვება, რადგან ცხადია, რომ მოსამართლეთა ათკაციანი სია ამ ფორმით აღარ გადის კენჭისყრაზე, მაგრამ არ უნდა მოვტყუვდეთ, რათა არ მივიღოთ ისევ მიხეილ ჩინჩალაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი მიქაუტაძე - მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა გავაგრძელოთ"- აცხადებს ჯანეზაშვილი.

არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ მიქაუტაძე და გვრიტიშვილი არ უნდა იყვნენ კანდიდატები, რადგან ისინი არიან საბჭოს წევრები, რაც ინტერესთა კონფლიქტია.

„აუცილებლად უნდა გამოცხადდეს კონკურსი, კონკურსის გარეშე შერჩეული კანდიდატურები და ამ ფორმით დასახელებული კანდიდატურები, ბუნებრივია, სანდო ვერასოდეს ვერ იქნება. მეორე, აუცილებელია და საჭიროა, რომ შეიქმნას ფილტრი, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს კანდიდატურებს, აუცილებლად შეიქმნას იმ კანდიდატურების გადარჩევის ფილტრი, რომელებიც მიმართავენ. მე და ანა დოლიძე უახლოეს მომავალში ერთად შევთავაზებთ სქემას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ინტერესთა კონფლიქის სტანდარტები შემუშავდეს. მე მიმაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძე და გვრიტიშვილი არ უნდა იყვნენ კანდიდატურები, რადგან ისინი არიან საბჭოს წევრები, რადგან ისინი წარმოადგენენ ორგანოს, რომელიც ახდენს ნომინირებას კანდიდატურებისა და აქ არის ინტერესთა კონფლიქტი ფართო გაგებით"- თქვა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42