"თვალებში ნაცრის შეყრას აქვს ადგილი... მმართველმა პარტიამ მკაფიოდ უნდა თქვას აპირებს თუ არა სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას" - ეკა გიგაური
პოლიტიკა - 14:12, 12 Jan, 2019     972
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პარლამენტის თავჯდომარის ირაკლი კობახიძისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის დღევანდელ შეხვედრას ეხმაურება.
გიგაური თვლის, რომ "ქართულმა ოცნებამ "მკაფიოდ უნდა თქვას აპირებს თუ არა ამ სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას:


"ვუსმინე პარლამენტის თავმჯდომარეს. თქვა, რომ სიის გაწვევა შეუძლებელიაო და კრიტერიუმებს გავწერთო. ამ კრიტერიუმებით განვიხილავთ არსებულ სიას და ვიმსჯელებთ წარმოდგენილ კანდიდატებზეო. ეს ყველაფერი კი საერთოდ არ გამორიცხავს ამ სიაში წარმოდგენილი ადამიანების არც უვადოდ დანიშვნის და არც მათი ჩაგდების შესაძლებლობას. ანუ ყველაფერი კვლავაც ბუნდოვანი და გაურკვეველი რჩება.

ახლა მაქვს რამდენიმე კითხვა:

1. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პარლამენტი ჩინჩალაძე/ მურუსიძის ულტიმატუმს დათანხმდა, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში გვმოძღვრავდნენ, რომ სიას არ გაიწვევდნენ და ეს არის გამორიცხული?

2. თუ არ დათანხმდა ულტიმატუმებს და გონია, რომ კანონში არაა გაწერილი სიის გაწვევის პროცედურები, რატომ არ უნდა ფორმალურად უყაროს კენჭი ამ სიას და ჩააგდოს ყველა კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია საბჭოს მიერ? რატომ იხილავს საერთოდ ამ სიას? მან ხომ იცის, რომ სიაში ჩინჩალაძის კლანის წევრებია წარმოდგენილი?

3. კობახიძეს მართლა გონია, რომ საზოგადოების მოთხოვნა მხოლოდ კრიტერიუმები იყო და არა იმ მოსამართლეების არ დანიშვნა, რომლებიც სიაშია წარმოდგენილი?

4. თუკი ასე ფორმალურად უდგება, ამ ახალ კრიტერიუმებს წარმოდგენილი მოსამართლეები მარტივად დააკმაყოფილებენ? ანუ თუ ჩინჩალაძე აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს აქვს შესაბამისი განათლება და გამოცდილება, ის უნდა დაინიშნოს ? ამას ამბობენ?

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თვალებში ნაცრის შეყრას აქვს ადგილი. აქ მთავარი პოლიტიკური ნებაა!

მმართველმა პარტიამ, სანამ ტექნიკურ დეტალებზე ილაპარაკებს, მკაფიოდ უნდა თქვას აპირებს თუ არა ამ სიაში მყოფი მოსამართლეებისთვის ხმის მიცემას! ესაა მთავარი. აპირებს თუ არა სასამართლოს სისტემაში ჩინჩალაძე/მურუსიძის კლანის მოშლას და არის თუ არა მზად სასამართლოში ჩარევაზე უარი თქვას. ანუ გააჩნია თუ არა პოლიტიკური ნება შეცვალოს სასამართლოს სისტემა!

გამოსავალი ერთია - კლანი უნდა წავიდეს, კეთილსინდისიერ მოსამართლეებს მიეცეთ დამოუკიდებლობის შანსი და ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს სასამართლოში მიმდინარე პროცესებში"- აღნიშნავს გიგაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42