"არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება განახლებული სია წარმოდგენილი. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიის განახლება, ეს არის ტექნიკური დეტალები და ბევრი ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ ამისთვის, ანუ განახლებისთვის. შეიძლება იყოს ფორმალური ჩაგდების პროცედურა კონკრეტული კანდიდატებისთვის, კანონში გარდამავალ დებულებებში ცვლილებები ან სხვა რამ. მაგრამ მთავარი არის პოლიტიკური ნება და ის მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ უნდა გაიწეროს პროცედურა და კრიტერიუმები და ამის საფუძველზე იყოს წარმოდგენილი ახალი სია. დანარჩენი არის ტექნიკური დეტალები და არ იქნება სწორი ამ ტექნიკური და იურიდიული დეტალების გამოყენება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






