"ზურაბიშვილმა თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესმა თანამდებობის პირმა, რაც მის კონსტიტუციურ ფუნქციას სრულად შეესაბამება" - კობახიძე
პოლიტიკა - 11:37, 12 Jan, 2019     898
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ "პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია".

„ჩემგან არ იქნება სწორი პრეზიდენტის შეფასება. ზოგადად შემიძლია აღვნიშნო, რომ მან სხვადასხვა საკითხებზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან ჟურნალისტების, საზოგადოების წინაშე თავისი პირველი გამოსვლის დროს თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები ხელს ვერ შეუწყობს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას.

„მე მოვისმინე ასევე ოპოზიციის შეფასებები და ეს შეფასებები არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ ისინი უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს და შესაბამისად ის განცხადებები, რომელიც ისმოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გუშინდელი დღის განმავლობაში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას და ეს არის სამწუხარო, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია მომავალში სხვაგვარად შეხვდება პრეზიდენტის გამოსვლებს", - განაცხადა კობახიძემ.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42