ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სალვადორის პრეზიდენტს სანჩეს სერენოს შეხვდა.
„ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა“ - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა ხაჯიმბამ შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი „მეგობრებთან კავშირზეა“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა სალვვადორის პრეზიდენტი სტუმრად დაპატიჟა.
მომხდარზე კომენტარს „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია აკეთებს. მისი განცხადებით მომხდარი მეტყველებს იმაზე თუ როგორ მუშაობს რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაგრძელებაზე, „ქართული ოცნება“ კი არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს.
პაატა დავითაია საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს და ურჩევს დაუკავშირდნენ სალვადორის ოფიციალურ წარმომადგენობას, რადგან კიდევ ერთი ლათინო-ამერიკული სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება არ მოხდეს:
„ხელისუფლებამ დაიწყოს მოლაპარაკება მეგობარ სახლემწიფოებთან, რომ მათ გააძლიერონ ზეწოლა სალვადროზე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რომ არ მოხდეს აფხაზეთის აღირება. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს მთავრობაში არაკომპეტენტურად უდეგებიან კონფილიქტის დარეგულირების საკითხებს“, - აცხადებს დავითაია.
მასალის გამოყენების პირობები






