„მივმართავ პარტიის თავმჯდომარეს, შეკრიბოს პოლიტსაბჭო“ - ბიძინა გეგიძე ბიძინა ივანიშვილს
პოლიტიკა - 19:52, 11 Jan, 2019     1236

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი - „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე განცხადებას ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილს პოლიტსაბჭოს შეკრებისკენ მოუწოდებს:

„გუშინ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებაში, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწერილ შემოთავაზებაში, გაჩნდა გარკვეული იმედის მომცემი კონტურები უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც 9 იანვარს ჩემს მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გაკეთებულ მიმართვაში ვსაუბრობდი, საჭიროა, პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინოს პროცესის მართვის მისეული ხედვა. თუმცა, წარმოდგენილი ხედვა არასაკმარისია, რადგან პროცესი არ უნდა დაიწყოს არც მიქაუტაძესთან კონსულტაციებითა და შეხვედრებით და არც მეთოფიშვილის ტრაქტატების ფონზე. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა მოხდეს პროცესის დაწყება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფერადებით; ვერ გაფერადდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რადგან არაჯანსაღი პროცესები სწორედ მაქედან დაიწყო; არაჯანსაღი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის შედგენა, არაჯანსაღად მოხდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ამ სიის გატანა და არაჯანსაღი პროცედურით მოხდა პარლამენტში ამ სიის შემოტანა. თუმცა, ჩვენ შევძელით და შევაჩერეთ ეს პროცესი.

აუცილებელია, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და პროგრესული, ამიტომ, მე, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, მივმართავ პარტიის თავმჯდომარეს, შეკრიბოს პოლიტსაბჭო, რადგან ყველამ ერთად ვიმსჯელოთ კონკრეტული ნაბიჯებზე, რაც ბევრად მკვეთრი იქნება. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ამ ნეგატიურ ფონზე საზოგადოებაში გაჩნდება ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“, - აცხადებს ბიძინა გეგიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42