მოსამართლეთა სია - ნაცვლიშვილმა ივანიშვილის განცხადების შემდეგ ტონი შეცვალა
პოლიტიკა - 18:16, 10 Jan, 2019     1374

მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას და გუნდის წევრების კრიტიკას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი ეხმაურება.

ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით დიალოგის გამართვა აუცილებელია. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ნაცვლიშვილს გაცილებით მკაცრი პოზიცია ჰქონდა და ამბობდა, რომ მოსამართლეთა სიის დამტკიცების შემთხვევაში ის საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობას დატოვებდა.

„მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ ჩვენმა ღიად გამოთქმულმა პოზიციამ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული თვალსაზრისით უბიძგა გუნდს მსჯელობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ითქვა, რომ გარკვეული თვალსაზრისით თითქოს რიგმა დეპუტატებმა მოვახდინეთ ამ საკითხის პოლიტიკური ქულებისთვისჩაწერის მიზნით ინსტრუმენტალიზაცია, მე პირადად მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხზე ღიად და საჯაროდ უნდა გამეკეთებინა მყისიერი რეაგირება და ამიტომ გავაკეთე ეს. ეს თუ გარკვეული თვალსაზრისით გახდა ინდიკატორი იმისა, რომ უფრო მეტად და ინტენსიურად დავფიქრებულიყავით ამ საკითხზე, ეს არის ძალიან კარგი,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე დღეს სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ ეკა ბესელია ექსპრემიერს "ყველაფრისთვის ნათელის მოფენით" დაემუქრა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42