„ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას უმრავლესობის დეპუტატები ეხმაურებიან. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მმართველი პარტია უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ვაჭრობისგან და რომელიმე კონკრეტული თემის პრივატიზებისგან:
„უნდა გავთავისუფლდეთ პოლიტიკური ვაჭრობისგან, პრივატიზებისგან რომელიმე კონკრეტული თემის, მით უმეტეს ასეთი მნიშვნელოვანის. კონფლიქტში მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, რომ რამენაირად მოძებნონ გამოსავალი. კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, რომ საზოგადოებაში შეიტანონ ნათელი და არა, ვთქვათ, პრივატიზაცია მოახდინონ რომელიმე თემის, მაგალითად, სასამართლოების. ეს არის ყველას სატკივარი, ეს არის ყველას საზრუნავი, ისე, რომ არ არის ერთი ადამიანის, ან რომელიმე ჯგუფის ინტერესი. პარლამენტის უმრავლესობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გარკვეულწილად, გადაავადა ეს საკითხი, გადაავადა იმ პირობით, რომ შეიმუშავებს კრიტერიუმებს,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






