"მასე მიამიტი გგონიათ ოცნების ლიდერი? გამოცდილი ჰყავს ყველა: ზოგი რუსთავი-2-ის საქმეში, ზოგი კაბელების... აბა, სად ეძებოს ახლა ახალი მომსახურე პერსონალი?"
პოლიტიკა - 17:14, 10 Jan, 2019     1548
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი მოსამართლეთა ე.წ. შავ სიას და ამ თემის გარშემო განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქ" პოსტით ეხმაურება:


"მე მართლა ვერ გავიგე რა პრეტენზია გაქვთ ამ ე. წ. ქოცებს მოსამართლეთა სიასთან? აბა რა გინდათ: უპატრონო ეკლესიას რა მოსდის და ვინ ეპატრონება არ იცით? თუ არ იქნება სასამართლო ვინც ჯერ არს იმის კონტროლს ქვეშ, გააკონტროლებენ ნაცები, ან კიდევ უარესი, საერთოდ არავინ არ გააკონტროლებს და მაგათი სინდის-ნამუსის იმედად უნდა ვიყოთ. მასე რომ მიუშვეს თავიდან, იმიტომ გაამართლეს რვაჯერ ბაჩო ახალაია! ახლა გინდათ ნაცების საჩივრები დააკმაყოფილოს სასამართლომ? თუ იმის ეჭვი გაქვთ, რომ ჩანერგილები არიან მაგნები და სინამდვილეში ნაცებს მოემსახურებიან, მასე მიამიტი გგონიათ ოცნების ლიდერი? გამოცდილი ჰყავს ყველა: ზოგი რუსთავი-2-ის საქმეში, ზოგი კაბელების საქმეში, ზოგი სად და ზოგი სად. აბა, სად ეძებოს ახლა ახალი მომსახურე პერსონალი? რომ მოიყვანოს ვინმე სხვა და მერე მოღალატე გამოდგეს კვირიკაშვილივით, რა ქნას? ჰოდა, აგერ არიან გამზადებული კადრები და იყენებს. არა ბიჭო, მურუსიძის თვალები მოსწონს და ჩინჩალაძის ხმის ტემბრი! ხომ გინდათ ნაცები რომ ჩაყარონ ციხეში? ჰოდა კანონიერად თუ ვერ ყრიან, უკანონოდ ვინ უნდა ჩაყაროს? სწორია, ამათ! შერცხვებათ კანონის გვერდის ავლის თუ რა? აი, ასეთი ვერაგულად ბრძნულ ჩანაფიქრს აქვს ადგილი ნაცებითა ნაცებისა დათრგუნვის ამბავში! ასე რომ მორჩით ახლა ვაებას. რაის დამოუკიდებელი სასამართლო? როგორც აქამდე გეკიდათ, დაიკიდეთ ისევლე."- წერს ზურაბიშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42