პარლამენტის ვიცე-სპიკერი თმარ ჩუგოშვილი ბიძნა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ უმრავლესობის უმრავლესობა მოსამართლეთა იმ სიის, რომელიც „ოცნების“ შიდა დაპირისპირების საბაბი გახდა, წინააღმდეგია.
„ამ განცხადებაში ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო პროცესთან დაკავშირებით. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი არის, რომ სწორი პროცესით შევარჩიოთ მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა იქნება ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რაც ამ მოწვევის პარლამენტს მოუწევს, რომ მიიღოს. ამ განცხადებაშიც აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ამ პროცესს პარლამენტმა სათანადო გულისხმიერება უნდა დაუთმოს.
ამ განცხადებიდან რა განცდაც მაქვს, პროცესი წავა სწორად და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი. მოლოდინი მაქვს, რომ ამ განცხადების შემდეგ პროცესი წარიმართება სწორად, ჯერ კანონის მიღებით და შემდეგ ამ კანონის შედეგად კანდიდატების შერჩევით
ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ უმრავლესობა არის წინააღმდეგი ამ სიის. მე არ მგონია, რომ ამ სიას უნდა მივუბრუნდეთ და უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტულ გვარებზე, სანამ პარლამენტი არ მიიღებს შესაბამის კანონს“,- აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.
მასალის გამოყენების პირობები






