„სია წარდგენილია ყველა ნორმის დაცვით, სია წარდგენილია კანონმდებლობის დაცვით, აქედან გამომდინარე პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ეს სია. ვინაიდან ეს საკითხი მუსირებს, უნდა გაწვეული იქნას და საბჭომ გამოიწვიოს ეს სია, თუ ასეთი საკითხი დადგება საბჭოზე მე პირადად მხარს არ დავუჭერ. ვინც ამას ებრძვის, ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ალბათ ზუსტად ესაა დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მაგალითად კობერიძემ თქვა, რომ უნდა ჩამოვართვათ საბჭოს ეს ფუნქციაო და თავად პარლამენტმა დანიშნოსო. ბესელია, გოგიჩაიშვილი - ამ პოლიტიკოსებმა ვერ გაუძლებს ცდუნებას, რომ სასამართლო გახადონ თავის ჯიბის სასამართლო, აბა რა ამოძრავებთ, პოლიტიკა რატომ უნდა ჩაერიოს სასამართლოს დაკომპლექტებაში? საერთოდ, ბესელიას და მისნაირებს არ აინტერესებთ არც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, არც საკუთრი ქვეყნის კონსტიტუცია, ცდუნება, მცდელობა აქვთ,რომ დააკომპლექტონ თავად მორჩილი ადამიანებით სასამართლო.“- განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებას გამოეხმაურა ეკე ბესელიას თანამოაზრე და მოსამართლეთა არსებული სიის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე გედევან ფოფხაძე. მისი თქმით, სერგო მეთოფიშვილის განცხადება, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ იუსტიციის საბჭო პოლიტიზირებულია და ის ცვლილებებს საჭიროებს:
"ესეთი კონფიგურაცია საბჭოში ქმნის იმის საფრთხეს, რომ იუსტიციის საბჭო მოსამართლეებთან მიმართებაში ფავორიტიზმის პრინციპით იხელმძღვანელებს, ვიღაცეებს დასჯის უსამართლოდ და ვიღაცეებს წაახალისებს უსამართლოდ იმ მიზნით, რომ მოსამართლეთა კორპუსი მართოს. ეს ჩემი აზრით არის ძალიან საშიში ტენდენცია,"-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






