განხეთქილება მმართველ გუნდში - დეპუტატების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებს.
დეპუტატი ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ მისთვის ვინმეს გარიცხვა მიუღებელია:
„უმოკლეს ვადაში პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა წარმოადგინოს კონკრეტულ დროში გაწერილი პროცესი ამ ვითარების ირგვლივ. პროცესი სადაც მოცემული იქნება ფორმატები, რა ფორმატებში განვითარდება ეს პროცესი. მოცული იქნება პროცესი დღისწესრიგებით. იქნება განხილვები, ცვლილებები თუ საჭირო არის საკანონმდებლო, იქნება შეხვედრები სხვადასხვა წრეებთან. იქნება დისკუსიები, დებატები. ამომრჩეველმა დაანახოს, რომ ეს პროცესი არის გამჭირვალე. და მეორე, ამ პროცესმა შეიძინოს და ამ თემამ შეიძინოს რესპექტაბელურობა რომელსაც მოკლებულია გამომდინარე იქიდან რომ ერთ დღეში წარმოდგენილი სია მოხვდა ბოლო წუთში და ა. შ. გარიცხვა, გამორიცხვა- ეს ტერმინები ჩემთვის არის მიუღებელი და აღარ მინდა ამის მოსმენა და ამის ყურება,"-განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






