განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში ერთი კვირით გადაიდო. განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მოსწავლეები ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდებიან სკოლას და მოხდება გაცდენილი მასალის ანაზღაურება:
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას, რომელიც ეხებოდა ვირუსების გავრცელებას. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, სწავლის დაწყება ერთი კვირით გადაიდოს. ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა არის ყველაზე მთავარი, ასევე მნიშვნელოვანია პედაგოგების ჯანმრთელობა. ამ პერიოდის განმავლობაში სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდება, ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდებიან ჩვენი მოსწავლეები სკოლას და გაცდენილი მასალის ანაზღაურებას შეძლებენ“, – აცხადებს განათლების მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






