საერთაშორისო სავაჭრო პალატა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და თიბისი ბანკს მხარდაჭერას უცხადებს:
"2012 წლის 5 ოქტომბერს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ საქართველოში ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:
" მე ვდებ პირობას, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველა ბიზნესს თანაბარ პირობებს შეუქმნის და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ზეწოლის პრაქტიკას აღმოვფხვრით." "თქვენ დაუყონებლივ უნდა შემოჰკრათ განგაშის ზარები, თუკი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის შემთხვევა მოხდება."
"მე ვიძლევი გარანტიას,რომ ვერავინ გაბედავს ბიზნესზე ზეწოლას და მკაცრად დასჯილი იქნება ამგვარი ზეწოლის პირველივე შემთხვევა. თქვენც არ უნდა დაფაროთ მსგავსი დანაშაული და უნდა აიმაღლოთ ხმა, , რომ გაგვიადვილდეს მსგავსი შემთხვევების გამოაშკარავება. საჯაროდ განაცხადეთ და გაგვაგებინეთ, თუკი იცით პრობლემის არსებობის შესახებ, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინოთ რეაგირება."
„მთავრობა შორს უნდა იდგეს ბიზნეს სექტორისგან. თქვენ უნდა შეაწუხოთ ხელისუფლება, თუ კანონმდებლობა შესაცვლელია. ინიციატივები უნდა მოდიოდეს თქვენგან და არა პირიქით."
"როგორც კი რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელი არაკეთილსინდისიერი განზრახვით დაგიახლოვდებათ ,მაშინვე უნდა განაცხადოთ ხმამაღლა: "ჩემზე ძალადობენ!" ...და უნდა ატეხოთ განგაში, თუკი ხელისუფლებიდან ვინმე შემოგთავაზებთ "დახმარებას".
სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იმ დღეს მზის ჩასვლისთანავე გარდაიცვალა.
ბოლო ექვსი წლის მანძილზე მრავალი ბიზნესი იყო სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ზეწოლის ქვეშ ,ხოლო ბოლო შემთხვევა განხორციელდა პროკურატურის მიერ, რომელიც ცდილობს საქართველოში ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის ,თიბისი ბანკისთვის ზიანის მიყენებას და ძირის გამოთხრას. მსგავსი ქმედებები დააზარალებს არა მხოლოდ ბანკს, არამედ უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ბიზნეს გარემოზე და თავად მთავრობაზეც.
სამწუხაროა,რომ ისტორია ისევ მეორდება და ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსები არასდროს ითვალისწინებენ წინამორბედების შეცდომებს.
ICC Georgia მხარდაჭერას უცხადებას თავის წევრს,თიბისი ბანკს, და მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს ამ ინსტიტუტზე და ზოგადად, კერძო სექტორზე ზეწოლას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12,000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისოსავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 26 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას."- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






