„ეს არის არასასურველი ბიზნესმენების შევიწროება. გუშინ პროკურატურამ საცივიდან ამოიღო თავი და ხაზარაძეს ეცა - ეს ასე არ არის. აქ რთულია, ისაუბრო, რა უდევს ივანიშვილს თავში. შედეგი არის, რომ გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია, სასამართლო ჩაიგდოს ხელში და ნებისმიერი ადამიანზე, რომელიც შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ფულის წყარო, არის ფართომასშტაბიანი შეტევა. ივანიშვილმა საზოგადოებას უთხრა რომ ის ყველა არასასურველ ელემენტს გაანეიტრალებს,. სადაც შესაძლებელია დაიჭერს, სადაც შესაძლებელია დანიშნავს ყველაზე საზიზღარ ადამიანებს და ბიზნესში თეორიულად ვინც შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ამბიციაც გაუჩნდეს, გაანეიტრალებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
პროკურატურამ გამოძიება „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ 2008 წელს მომხდარი გადაცდომის საფუძველზე დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






