საკითხს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს, რომელიც მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის საფინანსო სისტემის მთლიანად დანგრევის საფრთხესთან:
„მიმაჩნია, რომ ასეთი ინფორმაციის გაჟონვა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის სერიოზულ საფინანსო ინსტიტუტს, ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. ვინც ამას აკეთებეს, ან არ ესმის რას აკეთებს, ან შეგნებულად ქმნის საფრთხეს იმისა, რომ საფინანსო სისტემა მთლიანად დაანგრიოს. აქ არ არის მხოლოდ თიბისი ბანკში საქმე, აქ საუბარია მთლიანად ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე. ეს თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტია, როგორც ირკვევა, საქმე იმდენად ბანკის პრობლემატიკას არ ეხება, რამდენადაც უფრო პერსონალურ ხასიათს ატარებს. ამიტომ, მისი წარმოდგენა, როგორც ბანკის პრობლემა, ეს არის ძალიან სახიფათო და არასწორი ნაბიჯი. თუმცა, სამწუხაროდ მაინც ხდება ასეთი რაღაცები. ბანკებთან შეიძლება მაქვს პრეტენზიები, მაგრამ ისინი უნდა იყოს იმ ფარგლებში, სადაც ჩვენ ვუყურებთ სახელმწიფო ინტერესებს და არ უნდა ატარებდეს უაზრო და სახიფათო შეტევის ხასიათს, ეს ვიხილეთ სწორედ ჩვენ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






