დღეიდან დაჯარიმდებიან დაწესებულებები, რომლის შიდა სივრცეშიც ცარიელი საფერფლე დაფიქსირდება
პოლიტიკა - 17:15, 08 Jan, 2019     7820

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ცნობით, 8 იანვრიდან ამოქმედდება კანონის ის მუხლი, რომლის თანახმად, დახურულ სივრცეში მოწევისთვის დაჯარიმდებიან ფიზიკური პირები, ასევე ის დაწესებულებებიც, სადაც შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს.

შენობაში მოწევისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე 100 ლარია. განმეორების შემთხვევაში - 200 ლარი. 8 იანვრიდან შედის ძალაში კანონის ის მუხლიც, რომელიც საავადმყოფოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს.

8 იანვრიდან ამოქმედებული ცვლილების მიხედვით, მოწევა დაიშვება იმ სლოტ-კლუბებში, რომელთაც გადახდილი აქვს ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარი და უდგათ 20 სათამაშო აპარატი ან მეტი.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსი" გეგმავს 2019 წელსაც იბრძოლოს იმისათვის, რომ მოწევა აკრძალული იყოს ყველა დახურულ სივრცეში, გამონაკლისის გარეშე.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თუ თქვენ დააფიქსირებთ დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტს, შეგიძლიათ მშვიდად გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო და დარეკოთ 112-ზე, ან სპეციალური აპლიკაციის საშულებით, ჩათში მიწეროთ 112-ს დარღვევის და დამრღვევი ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ, ზუსტი მისამართი.“ - მოუწოდებს ალიანსი მოქალაქეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42