„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურას მიმართა და მოითხოვა თაბორის მთაზე „ქართული ოცნების“ წევრის ბექა ოდიშარიას ბიზნეს საქმიანობის შესწავლა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მშენებლობის ნებართვა ოდიშარიამ გავლენების გამოყენებით მიიღო. მათივე თქმით, ოდიშარიამ 2014 წელს თავდაპირველ ნებართვაზე მშენებლობასთან დაკავშირებით აღნიშნულ ტერიტორიაზე უარი მიიღო:
„პროკურატურას ვთხოვთ, რომ 2014-ში რომ უთხრეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ზონაა და აქ არ შეიძლება მშენებლობა 2017-ში როგორ გახდა ეს შესაძლებელი, ხომ არ გამოიყენა ბოროტად ბექა ოდიშარიამ და მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტაციის შესწავლა მეორე, და მნიშვნელოვანი, კალაძეს აქვს შანსი, რომ არ გააგრძელოს ნარმანიას გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ოდიშარია ამ ნებართვას მიიღებს, ნარმანიზაცია მოხდება კახი კალაძის და აქედანვე ვპირდები, რომ მათ შორის, მთავრობის სხდომაზე, მათ შორის, საკრებულოს სხდომაზე, პირველივე რომელიც იქნება, აუცილებლად ამ საკითხით როგორც პროკურატურას ვთხოვ, რომ გამოძიება დაიწყოს და შეაჩეროს ამ მშენებლობის ნებართვა, ასევე დედაქალაქის მერს, რომელმაც აუცილებლად ეს ნებართვა უნდა გაიწვიოს უკან,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






