პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია, ასევე, უცნობია, დარჩება თუ არა ეკა ბესელია მმართველ გუნდში. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ მცირე კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ, რომლის მიხედვითაც, ეკა ბესელია შესაძლოა, მმართველი გუნდის წარმომადგენელი აღარ იყოს.
თავად ბესელია კი თანამოაზრე დეპუტატებთან კონსულტაციებს მართავს. კოლეგებს კი მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირონ.
„რა დავალებით ისაუბრებს კახა კუჭავა, ან რომელიმე სხვა კოლეგა ან მდინარაძე, გასაგებია, რომ ეს არის იმ ჯგუფის პოზიცია, რომელსაც არ გამოუხატავს თავის პროტესტი და თავის წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ამ პროცესისა და ამ სიის მიმართ. ამიტომ მოდით, ყველამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ღიად და საჯაროდ, რას ფიქრობს ამ სიასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა ეს სია გაწვეული და დაუჭერენ თუ არა ამ სიას მხარს. მოდით, ყველა ამ ადამიანს, რომელიც გუნდურობას მასწავლის და რაღაც ვერსიებს ავითარებს და ჩემს მაგივრად სანამ ისაუბრებენ მიზეზებზე, რომელიც მხოლოდ მე ვიცი და არ იციან მათ და არ აქვთ ეს ინფორმაცია, უმჯობესი იქნება, პირდაპირ ჰკითხოთ დაუჭერენ თუ არა ამ სიას მხარს, იმ ადამიანებს ვინც სიაშია გამოჩნდება რა პოზიცია აქვთ იმ ადამიანებს ვინც საჯაროდ ავითარებს იმ ვერსიას, რომელიც აქვს ირაკლი კობახიძეს და ეს არის ცრუ ვერსია,“ - აცხადებს ეკა ბესელია.
მასალის გამოყენების პირობები






