სოფო ხორგუანი პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს
პოლიტიკა - 12:28, 08 Jan, 2019     987
სახალხო დამცველი ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი პარლამენტის დეპუტატობისთვის ბრძოლას აპირებს და მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ეს ადგილი პარლამენტში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად იქნა არჩეული. თავისი გადაწყვეტილება ხორგუანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა. ხორგუანის თქმით, ის კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის და გადაწყვეტილებაც დამოუკიდებლად, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.


„2012 წლის შემდეგ პოლიტიკაში პირდაპირი მონაწილეობა არ მიმიღია. 28 ოქტომბერს აღმოვაჩინე ის რეალობა, რომ ისევ იქ ვართ, საიდანაც დავიწყეთ ბრძოლა 2012 წელს. ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში და სურდათ ამ ქვეყანაში არსებული ვითარება შეეცვალათ, ვერ გაართვეს თავი საქმეს ისე, როგორც ამას მათგან ამომრჩეველი ელოდებოდა. ნიჰილიზმის განცდა და დეპრესია, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, დამთრგუნველია. ჩემი გამოცდილებით შევძლებ ხელისუფლება უფრო მეტად ავამუშაო. მე ვიცი, როგორ უნდა მუშაობდეს სახელმწიფო სისტემა, როგორ უნდა მუშაობდეს ხელისუფლება და დღეს არსებული კანონმდებლობით, არის თუ არა შესაძლებელი ვითარება უკეთესობისკენ დღესვე შეიცვალოს. დღეს რომ ხელისუფლება ეფექტიანად მუშაობდეს, გაცილებით უკეთესი შედეგი იქნებოდა ქვეყანაში.” – განაცხადა სოფო ხორგუანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42