საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად სიტყვის თავისუფლებაა განხილული. ეპისტოლეში ნათქვმია, რომ სიტყვის თავისუფლებით იფუთება მიზანმიმართული სიცრუეც.
აღნიშნულს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე სერიოზულ პრობლემაზე საუბრობს, რომელსაც შესაბამისი ზომების მიღება ესაჭიროება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინათნ ბოკუჩავა კი კობახიძეს პატრიარქის სიტყვების ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს:
„ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ რიტორიკა ყველგან და ყოველთვის იყოს მისი სურვილის შესაბამისი, მას არ მოსწონს ოპოზიცია იმიტომ, რომ ის განსხვავებულ აზრს აფიქსირებს, მას არ მოსწონს „რუსთავი 2“ იმიტომ, რომ ის აშუქებს რეალობას და არა - იმ ვირტუალურ რეალობას, რომელსაც ის ცდილობს, რომ შექმნას, მათ შორის, სახელისუფლებო არხების ძალიან მახინჯად გამოყენებით, შესაბამისად მისი მცდელობა იქნება სწორედ ის, რომ შეზღუდოს მაქსიმალურად განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ის, რომ კობახიძე პატრიარქის სიტყვების ასეთ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, ჩემი აზრით ამაზე მიუთითებს, რამდენად გაბედავენ ამას ეს საზოგადოების პასუხიდან გამომდინარე იქნება“, - აღნიშნავს თინა ბოკუჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






