"სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია" - ამბობს ილია მეორე.
საშობაო ეპისტოლეს ამ ნაწილს მნიშვნელოვანს უწოდებს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
„ძალიან მნიშვნელოვანია პატრიარქის ეპისტოლე საგანმანათლებლო ფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მართლაც ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ გაამახვილოს ყურადღება ეროვნულ სულისკვეთებაზე, პატრიოტიზმზე და ასწავლოს როგორც ისტორია, ასევე დღევანდელობა მომავალ თაობას.
მეორე მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საგნებია ჩამოთვლილი პატრიარქის ეპისტოლეში როგორც სახელობო მიმართულებები, ასევე ბუნებათან ურთიერობა, რაც აუცილებელია, ბავშვმა დაწყებითი კლასიდანვე ისწავლოს, ეს ავითარებს ადამიანის შემოქმედებით აზროვნებას, კრეატიულობას, ინოვაციურობის პოტენციალს აღვიძებს ადამიანში და საგანმანათლებლო სისტემა სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული, რომ ჩვენ გვყავდეს კრეატიული, თანამედროვე ცოდნისა და გონების მქონე ადამიენები, რომლებიც თავის წვლილს შეიტანენე ქვეყნის განვითარების პროცესში.
ამასთან ერთად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ სტრესულ გარემოზე საუბარი, რომელშიც ოჯახებს უწევთ ცხოვრება და ეს განპირობებული იყო იმ ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით, რომელიც ქვეყანაშია. ჩვენი ერთობლივი მიზანი უნდა იყოს, რომ ერთის მხრივ, რაც შეიძლება სწრაფად გადავჭრათ და მეორეს მხრივ, რაც შეიძლება მეტი ვიმუშაოთ განსაკუთრებით ახალგაზრდა ოჯახებთან, რომ მათ შეძლონ, ნორმალურ, სტრესისგან თავისუფალ გარემოში იზრდებოდეს ახალგაზრდა თაობა“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ნიუპოსტთან“.
მასალის გამოყენების პირობები






