„რუსეთის ძალები საქართველოსა და სხვა მართლმადიდებლურ სამყაროზე მოქმედებენ“ - მეუფე პეტრე
პოლიტიკა - 14:54, 07 Jan, 2019     1343

უკრაინის ავტოკეფალი და ტომოსი, რომელსაც მსოფლიო პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა - აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

27 დეკემბერს ჩატარებულ წმინდა სინოდის სხდომაზე, მღვდელმთავრები შეთანხმდნენ, რომ ტომოსის მიღებას დაელოდებოდნენ და მისი გაცნობის შემდეგ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ეკლესიაში აზრთა სხვადასხვაობაა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე აღნიშნულის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორს ასახელებს და ერთ-ერთი მათ შორის რუსეთია:

„მე ვფიქრობ, რომ კრიზისი გააღრმავა რუსეთის ეკლესიის მხრიდან არაადეკვატურმა ომის და სისხლის ენაზე საუბარმა, აგრესიული ენით საუბარმა და გააღრმავა იმან, რომ მათ არ აღმოაჩნდათ დიდსულოვნება, თავად გადაედგათ ეს ნაბიჯი და თავად ყოფილიყვნენ ინიციატორები უკრაინელი ერისათვის ავტოკეფალიის მინიჭებისა. როდესაც მსოფლიო პატრირქმა რამდენიმე დღის წინ, სანამ შედგებოდ ტომოსი, ფაქტიურად ანდერძი დატოვა, რომ ჩემზე იმდენად დიდია ზეწოლა, რომ შეიძლება 6 იანვრამდე ვერ მივაღწიო და ფაქტობრივად ანდერძის საშუალებით სთხოვა სინოდის წევრებს, ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მომხდარიყო ტომოსის გადაცემა, ამით უკვე ჩვენ ვხედავთ, თუ რა ძალებია ჩართული ამაში, რა წინააღმდეგობებია ჩართული და ეს ძალები რომ საქართველოსა და სხვა მართლმადიდებლურ სამყაროზე მოქმედებენ, ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, მაგრამ უფალი მეფობს და ღმერთი არის სიმართლეში და არა ძალაში“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42