საქართველოში „ღორის გრიპის“ 158 შემთხვევა დაფიქსირდა
პოლიტიკა - 12:57, 07 Jan, 2019     1510

საქართველოში H1N1 ვირუსის 158 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არის. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია გასულ კვირასთან შედარებით.

„ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას ამ ეტაპზე უკვე, მკურნალობის დაწყებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. რამეთუ, ჩვენი კვლევებით, დაახლოებით, 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დღეს ქვეყანაში, სადაც 158, ანუ უმეტესობა გახლავთ H1N1. დანარჩენი 4 - H3N2, ასევე გამოჩნდა, გვაქვს ერთი ბ ტიპის ვირუსი, რომელიც მსუბუქად მიმდინარეობს.

გასული კვირის მონაცემებით, ჩვენ ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე გვაქვს 256, ანუ ერთი კვირით მონაცემზე შემცირებულია 21 ერთეულით, მაგრამ კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციით. ისიც შემცირებულია ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 41 პროცენტიდან 33 პროცენტამდე, მაგრამ 33 პროცენტიც ითვლება საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება და მოგეხსენებათ, მოიმატა ასევე ბოლო კვირაში გარკვეულად სასწრაფოს გამოძახებათა რაოდენობამ, ამიტომ, იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ, რომ ამუშავდა უკვე დღევანდელიდან ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლი, რომელიც წარმატებით იქნა წინა სეზონების დროს გამოყენებული,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42