"პატრიარქის ეპისტოლეში საუბარია საკითხებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 10:08, 07 Jan, 2019     685

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქრისტეს შობისადმი მიძღვნილ ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში, შვილებთან ერთად დაესწრო.

სადღესასწაულო მსახურების დაწყებამდე, ტაძარში შეკრებილებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეს მოუსმინეს, სადაც ყურადღება განათლების, სიტყვის თავისუფლების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ ძირითად გზავნილებზე ისაუბრა.

„გილოცავთ ყველას ქრისტეს შობის დღესასწაულს. ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესს და უნეტარესს დღევანდელი ქადაგებისთვის, ეპისტოლესთვის, სადაც საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. საუბარი იყო სიტყვით ძალადობის პრობლემაზე, რაც არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში, ცილისწამებაზე, სიცრუეზე, ბილწსიტყვაობაზე, რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყურადღება იყო გამახვილებული განათლების პრობლემაზე, მათ შორის, პატრიოტულ აღზრდაზე, პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე - ეს იყო ძირითადი გზავნილები პატრიარქის ეპისტოლეში და ამ გზავნილებისთვის მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საშობაო ლიტურგიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებთან ერთად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42