აფთიაქებში „ტამიფლუს“ მარაგი ამოწურულია - სერგეენკოს განცხადებით, გაიზარდა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ
პოლიტიკა - 18:18, 05 Jan, 2019     1737

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკოს განცხადებით, გაიზარდა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ.

„მარაგები შეივსება 10 იანვარს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავისი მარაგებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ გასცემდა „ტამიფლუს“ მხოლოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. უკვე დღეიდან, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ ბავშვები, ასაკით პენსიონრები და ისინი, ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადება. მათ შეუძლიათ, მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან იღებენ მედიკამენტს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააფთიაქო ქსელები მიიღებენ მედიკამენტის საკმარის რაოდენობას, რათა დეფიციტი არ შეიქმნას.

„ინფორმაცია, რომელ აფთიაქებში იქნება „ტამიფლუ“, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან – 1505 შეგიძლიათ მიიღოთ. ცხელ ხაზზე ოპერატორების რაოდენობა გაიზრდება, რომ ინფორმაცია დროულად მიიღონ მომხმარებლებმა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42