საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, დავით გელაშვილი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას დაწინაურება და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნა იგეგმებოდა. მისი თქმით, სექტემბერში პარლამენტის ხელმძღვანელებისგან მიიღო დავალება, რომ პარლამენტში ვიცე-სპიკერების ფლიგელში ეკა ბესელიასთვის ფართი მოეწყო.
„სექტემბერში ჩვენ მივიღეთ დავალება პარლამენტის ხელმძღვანელებისგან, რომ მოგვეძია მაღალი თანამდებობის პირისთვის შესაბამისი ფართი და მოგვეწყო ეს ფართი. ფართის მოძიების შემდეგ მივიღეთ უკვე კონკრეტული დავლება, რომ ეს ფართი მოგვეწყო და ამ დავალების მიღების დროს ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ეს ფართი უნდა ყოფილიყო მაშინდელი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ეკა ბესელიასთვის, რომელიც უნდა დაწინაურებულიყო და გამხდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ეს ხდებოდა სექტემბერ-ოქტომბერში,“ - განაცხადა დავით გელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






