ივანიშვილმა "ქართული ოცნების" სხდომაზე კანაფის კულტივაციის პროექტი მოიკითხა და დეპუტატებს უსაყვედურა - "უნდა ყოფილიყო ახსნილი, რა არის სარგებელი..."
პოლიტიკა - 15:24, 04 Jan, 2019     4302

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო გუნდზე გაბრაზებულია - ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერორესნიუსი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა უკმაყოფილება გუშინ პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გამოხატა და წამოჭრა საკითხი „კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით. იგი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტის მიღება ვერ შეძლო, შედეგად კი ქვეყანამ „დიდი ფული“ დაკარგა.

„ნიუპოსტი“ საკითხის გადასამოწმებლად საპარლამენტო უმრავლესობის წევრს აკაკი ზოიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, საუბარი შეეხო იმ ფაქტს, რომ მსგავს საკითხებზე საზოგადოების სწორი ინფორმირება იყო საჭირო. მან უარყო ფაქტი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით უკმაყოფილება გამოხატა:

„საუბარი იყო არასწორ კომუნიკაციაზე, თორემ უკან გაწვევაზე კი არ იყო საუბარი. საუბარი იყო არსწორი კომუნიკაციის მაგალითზე კანონპროექტებთან მიმართებაში, როგორც იყო მაგალითად კანაფის კულტივაციაზე, როგროც გუნდის შიგნით, ასევე საზოგადოებისთვის, რამაც გამოიწვია ადამაინების მხრიდან ძალიან არასახარბიელო რეაქცია. არავითარ დაბრუნებაზე და მსგავს თემებზე არ ყოფილა საუბარი. არ ყოფილა საყვედური, ჩვეულებრივი ფაქტის კონსტანტაცია იყო, რა საყვედური, საიდან მოიტანეს? რაც ვთქვი, ასეთი წინადადება იყო, ინტერპრეტაცია მოჰყვა ამას, ჩვეულებრივი ფაქტის კონსტანტაცია იყო, რათა მომავალში გავითვალისწინოთ, რომ რეალურად ადამიანებთან უკუკავშირი და კომუნიკაცია გაცილებით სხვანაირი უნდა იყოს და კონკრეტულ თემაზე ნათალდ უნდა ყოფილიყო ახსნილი, რა არის რისკი, რა არის სარგებელი და არა ისე, როგორც ეს ამბავი გავიდა“, - აღნიშნა ზოიძემ.

რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია თუ არა აღნიშნული კანონპროექტის მიღების დღის წესრიგში დაბრუნება, ზოიძემ პასუხად უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ „ეს თემა დასრულდა“:

„ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება, აზრი არ აქვს, მას შემდეგ, რაც ეს ერთჯერადი ფანჯარა იყო შესაძლებლობის, დასრულდა ეს თემა“, - დასძინა დეპუტატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42