ზაქარია ქუცნაშვილი ისევ თამაზ მეჭიაურს აკრიტიკებს. ამჯერად კრიტიკის მიზეზი თიანეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახდა. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა გაიზარდა, ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზი კი ალკოჰოლის მოხმარების პოპულარიზაციაა, ისეთი ადამიანების მხრიდან როგორიც თამაზ მეჭიაურია:
„როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი „კაპოტზე“ ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებს და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როცა ყველამ იცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს, როცა სამუშაო კაბინეტში წიგნის თაროები სავსეა წიგნების ნაცვლად ალკოჰოლური სასმელებით, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდირება, რაც საჯარო სივრცეში ევროპაში და ამერიკაში პირდაპირ აკრძალულია. მაგრამ ჩვენთან ამის პროპაგანდირება ხდება ამ უზნეო ცხოვრების წესით, რაც ხშირ შემთხვევაში მთავრდება სავალალო შედეგებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა სიმთვრალე, ეს ორმაგი მკვლელობა თიანეთში არ მოხდებოდა“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილის კრიტიკას უპასუხა თამაზ მეჭიაურმაც, მისი თქმით ქუცნაშვილი ტრაგედიას პირადი მიზნებისთვის იყენებს:
„ამან ჩათვალა, რომ ღორის წელწადი რადგანაც დადგა და თვითონ ქუცუნას უძახიან, ეს წელი არის მისი წელი. ეს იქნება მისი დასასრულის წელი. იმიტომ რომ დაწყებულია სხვადასხვა მიმართულებით გამოძიება.“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






