„დიახ, ასეთი ფაქტი იყო და ძალიან ხშირად არის ხოლმე ასეთი ზარები ფრაქციის წევრებთან. მე დავალებებს არ ვაძლევ, მე ვუთანხმებ გუნდის წევრებს, რომ შეჯერებული პოზიცია გავახმოვანოთ ხოლმე მედიასთან, ჟურნალისტებთან, საზოგადოებასთან. ჩვენ წინასწარ ვერ გავთვლით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე დამოუკიდებელი ორგანო, წინასწარ ამასთან დაკავშირებით მესიჯების გაშვება ყოველთვის იწვევს დაბნეულობას, გაურკვევლობას. ეს იყო ამის მიზეზი. ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი. გუნდის შიგნით, მათ შორის სატელეფონო საშუალებით თანხმდება ხოლმე კონკრეტული პოზიციის გახმოვანების საკითხი. მე წინასწარ ნამდვილად არ ვიცოდი, ვის დაასახელებდნენ და აღმოჩნდა, რომ გედევან ფოფხაძემ თავად მითხრა, რომ იყო კონტაქტზე ანა დოლიძესთან და მისგან შევიტყვე იმ მოსამართლეების ვინაობის შესახებ, ვისაც ასახელებდა იუსტიციის საბჭო" - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






