„რეგიონებში ტურიზმის მეტად განვითარება ჩვენი პრიორიტეტია“ - გიორგი ქობულია
პოლიტიკა - 14:08, 04 Jan, 2019     622

„საქართველოში გვაქვს ბევრი ტურისტულად პოპულარული ქალაქი, თუმცა, რეგიონებში ტურიზმის მეტად განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. ამ მიზნით, მომდევნო წლებში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად ჩვენ მეტ ძალისხმევას რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მივმართავთ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურიზმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნების აუცილებლობას. მან ისაუბრა ტურისტული ადგილების განვითარებაზე როგორც ტრადიციულ ტურისტულ ადგილებში, ასევე აქამდე ტურიზმით ნაკლებად ცნობილ დასახლებებში. გიორგი ქობულიას განცხადებით, ამ მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან, რათა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებულ პუნქტებში ტურიზმის განვითარების სრულფასოვანი გეგმა ჩამოყალიბდეს და მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაასახელა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მათ შორის მარტვილში სალხინოს რეზიდენციის, დუშეთის მუნიციპალიტეტში ჭილაშვილების სასახლის, კასპში ორბელიანების სასახლისა და სხვა ძეგლების ტურისტულ ობიექტებად ფორმირება.

გიორგი ქობულიამ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს კიდევ ერთ სიმდიდრეზე, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. საუბარია სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტების პოპულარიზაციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42