ექსპერტი გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მიმდინარე მოვლენები არის გასართობი და სახელმიწფოებრივად საინტერესო პროცესი არ არის:
„პარტია შეუძლებელია რომ უწოდო, რადგან არაფერი აერთიანებს ამ ხალხს, არც ფასეულობათა სისტემა, არც რაღაც გეგმები, არც ამოცანები, აქედან გამომდინარე, შიგნით იწილო-ბიწილო მუდმივად მიმდინარეობს, ზოგჯერ იწყება ხოლმე გამოტყორცნა და მერე, ბიძინა ივანიშვილს აქვს კარგი გასართობი, ძალიან რომ აქოთდებიან, ვიღაცას გაწევს, ვიღაცას შემოწევს, ეს არ არის სახელმწიფოებრივად საინტერესო პროცესი. ეს არის ამ გაერთიანების შიგნით მყოფი ძალიან პატარა ადმიანების შფოთი და ეს არის სანახაობა, რომელსაც შეგვიძლია ვუყუროთ, ვიტიროთ, გავიცინოთ და მეტი არაფერი“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.
კითხვაზე აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სამომავლო გეგმები, ექსპერტი პასუხობს რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გაუგებარ თამაშს თამაშობს:
„მე საერთოდ ვეღარ ვხედავ, ბიძინა ივანიშვილს საერთოდ რამე გეგმები აქვს თუ არა, ის უბრალოდ ერთობა და თამაშობს რაღაც გაუგებრობას“, - დასძენს ხუხაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






