"აგრძელებთ საბჭოთა ტრადიციას - ხალხის მეხსიერებიდან ამოშალოთ ნოე ჟორდანია" - რეჯებ ჟორდანია ოთარ და სალომე ზურაბიშვილებს ღია წერილით მიმართავს
პოლიტიკა - 13:27, 04 Jan, 2019     936
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟი, 97 წლის რეჯებ ჟორდანია საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტს ოთარ ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს. რეჯებ ჟორდანია ოთარ და სალომე ზურაბიშვილებს ნოე ჟორდანიას ღვაწლის დაკნინების გამო საყვედურობს. ღია წერილს radiotavisupleba.ge ავრცელებს:


„მაისსა და ივნისში, დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს, შენ საერთოდ უგულებელყავი იმ ხალხის დამსახურება ვინც შექმნა პირველი რესპუბლიკა. არც ერთ შენს ბევრ გამოსვლაში მე არ გამიგია არც ერთი იმ ღვაწლმოსილი ადამიანის სახელი, თითქოს პირველი რესპუბლიკა თავისით შეიქმნა! ყველა შენს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმართული იყო ამ ხალხის ღვაწლისა და ისტორიული ფაქტების დამცირებაზე. იგივე ითქმის შენს დაზე, სალომეზე, რომელიც ახლახან საქართველოს პრეზიდენტი გახდა... ყველამ ვნახეთ, მის ინაუგურაციისას წარმოთქმულ სიტყვაში, სალომე დაგვპირდა, რომ გააერთიანებს ქართველებს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა. მან მოიხსენია ქართველი მეფეები და საქართველოს ყველა პრეზიდენტი 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენიდან, მაგრამ არ უხსენებია პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტი და პირველი რესპუბლიკის შემქმნელთა არც ერთი სახელი და გვარი! მან მხოლოდ შექებით მოიხსენია პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, თითქოს ეს დოკუმენტი სპონტანურად, თავისით შეიქმნა! როგორც ჩანს, შენ და შენი და აგრძელებთ საბჭოთა ტრადიციას - ხალხის მეხსიერებიდან ამოშალოთ ნოე ჟორდანია და მისი თანამებრძოლები, მიუხედავად იმისა რომ ისინი დასავლეთში თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელებად მიიჩნევიან. ეს კი აჩვენებს, რომ არ არის საჭირო იყო დეკლარილებული საბჭოთა კომუნისტი, რომ მსგავსი აზროვნებით იცხოვრო”- ნათქვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42