„ქართული ოცნების“ წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სიახლე არ არის ის ფაქტი, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის შიგნით დაპირისპირება არსებობდა. მისივე თქმით, კონფლიქტი მმართველ გუნდში დიდი ხანია, არსებობს, თუმცა, თავად არც ერთ დაპირისპირებულ ჯგუფს არ მიეკუთვნება.
„ვინც საპარლამენტო ცხოვრებაში იყო ჩართული, ყველა ხედავდა, რომ თითონ კომიტეტის შიგნით ორი ჯგუფი იყო შექმნილი. ის ხალხი, ვინც არცერთ ჯგუფს არ მივეკუთვნებით და კანონშემოქმედებითი საქმიანობა გვქონდა, ვიყავით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. გახსოვთ დემონსტრაციულად კომიტეტის სხდომების დატოვება და კვორუმის პრობლემებიც. ეს არ არის ახალი ამბავი, რომ იურიდიული კომიტეტის შიგნით იყო დაპირისპირება პირობითად ეკას და პირობითად ვანოს ჯგუფებს შორის. ეს დაპირისპირება იყო,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






