“რაც მოხდა ფრაქციის მხრიდან , იყო პოლიტიკური შეცდომის გარდა, ძალიან უხეში დარღვევა რეგლამენტის. კომიტეტის თავმჯდომარის არჩეული პირველი მოადგილის გედი ფოფხაძის უკან გაწვევის უფლება ფრაქციას არ ქონდა. მდინარაძემ უხეშად დაარღვია კანონი. გაგა კახიანი დუმს ამაზე ???”- წერს ეკა ბესელია ფეისბუკზე.
31 დეკემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა უმრავლესობის წევრების, გედევან ფოფხაძის, რუსლან პოღოსიანის და ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურები. კომიტეტმა 7 ხმით ფოფხაძე აირჩია. იმავე დღეს, ბიუროს სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ გედევან ფოფხაძის არჩევისას დაირღვა რეგლამენტი, რადგან თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევისას ხდება ერთი კანდიდატურის დასახელება. 3 იანვარს „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში ფრაქციის შეხვედრა შედგა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაეწვიათ, შესაბამისად ის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს ვეღარ დაიკავებს.
მასალის გამოყენების პირობები






