დაპირისპირება მმართველ გუნდში - დეპუტატი ანრი ოხანაშვილი არნიშნულს აზრთა სხვადასხვაობას უწოდებს და აცხადებს, რომ გუნდში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს. დეპუტატი აღნიშნავს,რ ომ „ართული ოცნება“ გუნდის თითოეულ წევრს უფრთხილდება და არსებული უთანხმოებები, მსჯელობის მორიგი პროცესია:
„კრიზისის ნიშნებიც კი არ არის, ასეთი სიტუაციები ყოფილა სხვა დროსაც. ამიტომ ეს არის მიმდინარე მორიგი პროცესი, სადაც პოზიციები შესაძლოა იყოს სხვადასხვა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს, რომ აქ ადგილი აქვს კრიზისს,“-განაცხადა ოხანაშვილმა.
"ქართულ ოცნების" ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






